ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე ახალციხეში მცხოვრებ მაყვალა გულიაშვილს მიულოცეს და ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ექვს შვილიანი დედის ოთხი ვაჟი საქართველოს მთლიანობისათვის იბრძოდა. მაყვალა გულიაშვილის თქმით, ოთხივე მათგანი მონაწილეობდა, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში. იგი ამბობს, რომ 8 მარტს სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ასეთი ყურადღება პირველია.
მაყვალა გულიაშვილი ასპინძის ქუჩაზე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ მის არცერთ ვაჟს საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ აქვს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი მას დახმარებას დაპირდა.