“აწარმოე საქართველოში” არის
პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ
მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, – ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის
მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე
მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი
კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს “ამხანაგობა ჩუქურთმას” საამქროში
უმასპინძლა.
პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას” საქმიანობას გაეცნო. თემურ
მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე
მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში,
მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების
დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა.
მეწარმეების თქმით, “ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა,
თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა.
ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის –
„აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძლეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად.” – აღნიშნა პრემიერმა.