ახალციხეში, კოსტავას ქუჩის
№18-ში მდებარე “სათნოების სახლს” სარეაბილიტაციო სამუშაოები
უტარდება. პროექტის ფარგლებში საკანალიზაციო სისტემისა და
სველი წერტილების მოწესრიგება იგემება. სარემონტო სამუშაოები
ჩაუტარდება სამზარეულოს, სასადილოსა და დამხმარე ოთახს. ასევე მოხდება
შენობის სახურავის რეაბილიტაცია.
მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულებადე ახალციხის მერიამ „სათნოების სახლს” ფართი უქირავა, რათა სასადილოს ფუნქციონირება და ბენეფიციარების კვება არ შეფერხებულიყო. ამ დროისათვის უფასო სასადილო ფუნქციონირებას ილია მართლის ქუჩის N 22-ში აგრძელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ პროჯექტი“ ასრულებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 21 811 ლარს შეადგენს. კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 2016 წლის 25 მარტამდე აქვს.
|