ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე
ეტაპი დასრულდა.
დღეს, 31 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 12 მათგანი არ გამოცხადდა.
გუშინ, 8 თებერვალს კი 27 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე მხოლოდ ხუთი
მათგანი არ გამოცხადდა.
შვიდ კაციანი საკონკურსო–საატესტაციო კომისია, რომელსაც გამგებელი
ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობდა, ადმინისტრაციისთვის კადრებს ორი დღის
განმავლობაში არჩევდა. კონკურსის მესამე ეტაპზე სულ 58 პიროვნება
გადავიდა.
გასაუბრების შედეგები კონკურსის მონაწილეებს, გადაწყვეტილების
მიღებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებათ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა საჯარო მოხელეთა
შესარჩევი კონკურსი 30 ოქტომბერს 28 პოზიციაზე გამოაცხადა. კონკურსის
გავლის სურვილით გამგეობას 567–მა მსურველმა მიმართა.