ურაველის ხეობის დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. “ენერგო–პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს ავარიული გამორთვაა და კომპანიის თანამშრომლები პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ძლიერმა ქარმა განაპირობა. თანამშრომლები, ხეობაში არსებული სოფლების ტრანსფორმატორებს სათითაოდ ამოწმებენ. ჯერჯერობით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს ვერ მიაკვლიეს.
“ენერგო–პრო ჯორჯიაში” ვერ აკონკრერტებენ, როდის აღუდგება დენის მიწოდება ურავლის ხეობის დასახლებებს.