მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია –ახალციხეში საინფორმაციო სახის აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის მოხალისეებმა, ორჰუსის კონვენციის შესახებ, საინფორმაციო სახის ბუკლეტები ქალაქის ცენტრალურ პარკში დაარიგეს.
რა მდგომარეობაა ორჰუსის კონვენციის აღსრულების მხრივ საქართველოში – ამის დასადგენად ახალციხეში, ქუთაისსა და თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ადგილობრივების უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია ორჰუსის კონვენციის მიერ მინიჭებული უფლებების შესახებ, არ ხდება გარემოსდაცვითი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა. გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მათ მონაწილეობამ შედეგი თითქმის არ გამოიღო და არ მოხდა მათი აზრის გათვალისწინება. აღნიშნული გამოკითვის შედეგები და რეკომენდაციები, პროექტის ავტორებმა და მოხალისეებმა, ადმინისტრაციულ შემობაში, ქალაქის პირველ პირებს მიუტანეს.
მსგავსი საინფორმაციო სახის აქცია უკვე გაიმართა ქუთაისში. შემდეგი ქალაქი თბილისია.