ქალაქ ვალეში ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ობიექტი აშენდება. მასში საზოგადოებრივი ცენტრი განთავსდება, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.
შენობას რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებია.
ვალეში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის სამუშაოების უზრუნველსაყოფად ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია “ქილდა 2015” სამუშაოებს 5 881 ლარის ფარგლებში ასრულებს.