საჯარო მოხელეთა კონკურსის პირველ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ 188 განმცხადებელი შეარჩია, აქედან, ტესტირების გასავლელად 155 მათგანი მიიწვიეს. დანარჩენმა 33–მა მეორე ეტაპის ქულათა ბარიერი წინა კონკურსზე გადალახა, რის გამოც მათ ტესტირების თავიდან გავლა აღარ მოუწევთ.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 28 პოზიციაზე გამოაცხადა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, კონკურსის გავლის სურვილით გამგეობას 567–მა მსურველმა მიმართა. , აქედან ყველაზე მეტი – 61 განაცხადი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე დაფიქსირდა.
ილია ზარდიაშვილის ვარაუდით, ტესტირების ეტაპს გამგეობა მომავალი შაბათ–კვირისთვის დაგეგმავს. სიახლეა ისიც, რომ რიგ თანამდებობებზე მუშაობის მსურველთათვის, ტესტირების ბარიერი 5%–ით შემცირდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი მეოთხედ, 30 ოქტომბერს გამოცხადდა.