31 დეკემბერს, 1-ელ და 2
იანვარს მარხვა თევზით ხსნილია – აღნიშნულზე კურთხევა მრევლს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და
უნეტარესმა ილია მეორემ მისცა.
შობის მარხვა 28 ნოემებრს დაიწყო. მორწმუნეებისვის 25 დეკემბრამდე მარხვა თევზით ხსნილი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ყოველდღე იყო. პარტიარქი ახალი წლის დღეებში მორწმუნეებს თევზის მირთმევის კურთხევას ყოველწლიურად აძლევს.
შობის მარხვა 7 იანვარს, უფლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
საშობაო წირვა–ლოცვა, ტაძრებში, უმეტესწილად, ღამით ტარდება.