კათოლიკურმა სამყარო 25 დეკემბერს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში, ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო. უფლის დაბადებას მრევლი ღამისთევით შეხვდა.
კათოლიკური სამყარო, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, , ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მომლოცველთა დიდი ნაწილი უფლის დაბადებას, ბეთლემში ხვდება. ზეიმის ცენტრად ქრისტეს შობის სახელობის ეკლესია ითვლება. ახალციხელმა მრევლმა დღესასწაული, რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა. ისინი უფლის დაბადებას ღამისთევით შეხვდნენ.
რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა მამა ფილიპემ აღავლინა . მან ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კათოლიკე მრევლი შობისთვის ოთხი კვირით ადრე ემზადება, მარხვას იწყებს, რომელსაც ადვენტის პერიოდი ჰქვია. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მორწმუნეები სულიერად ემზადებიან, რათა მათ გულებში მაცხოვარმა ბინა დაიდოს. შეგახსენებთ, რომ საშობაო ტრადიციებს საფუძველი იტალიაში ჩაეყარა, რომელიც შემდეგ მთელს კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს.