უკვე გადაწყდა, ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მესხ მაყურებელს ახალ წელს ტრიო ,,სიმი“, თბილისური კვარტეტი, კახა კუხიანიძე, ნუკრი კაპანაძე და ნატო გელაშვილი მიულოცავენ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხუთ შემსრულებელს კიდევ სამი ცნობილი მომღერალი დაემატება, თუმცა მათი ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ,,მე–9 არხთან“ საუბრისას ქეთი ებანოიძემ განმარტა, რომ ქართული ესტრადის წარმომადგენლები ახალციხის მერიის მოთხოვნის მიხედვით შეარჩიეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს 10–ის ნახევარზე დაიწყება და 12:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. ყველა ხარჯს კულტურის სამინისტრო დაფარავს.