ახალციხის მოსახლეობას გაზმომარაგება აღუდგა. როგორც
“მეცხრე არხთან” კომპანია “ინტერგაზის” დირექტორი განმარტავს, ქალაქში
ბუნებრივი აირი დილიდან გაუშვეს და მოსახლეობას გაზი შეუფერხებლად
მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს ღამე დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მილი დაზიანდა, უსაფრთხოების მიზნით კი მთელი ღამის განმავლობაში ბუნებრივი არი ქალაქში შეწყვეტილი იყო.
ბუნებრივი აირის გარეშე 5 000–ზე მეტი აბონენტი იყო დარჩენილი.