ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის გამო, ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ,,მეცხრე არხთან“ გაზმომარაგების კომპანია ,,ინტერგაზის“ დირექტორმა ვასილ აბულაძემ განმარტა, შემთხვევის შედეგად მილი დაზიანდა, უსაფრთხოების მიზნით კი მთელი ღამის განმავლობაში ბუნებრივი არის მიწოდება შეწყდება. მისივე თქმით, გაზმომარაგება ქალაქში ხვალ, 23 დეკემბერს დილიდან აღდგება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ,,ინტერგაზის“ თანამშრომლები. ისინი დაზიანებულ ადგილზე სამუშაოებს ახორციელებენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მათ მიკროავტობუსის მძღოლს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დააკისრეს.
ამ დროისათვის, ქალაქ ახალციხეში 5 000–ზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.