ახალციხელები 2015 წელს აჯამებენ. ადგილობრივები „მეცხრე არხთან“ მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა, წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული ღონიძიება ჩატარდა, თუმცა მოუგვარებელი დარჩა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები. ადგილობრივები ხელისუფლებას ურჩევენ აღნიშნული, მომავალ წელს გაითვალისწინონ.
ქალაქის მოსახლეობა „მეცხრე არხთან“ მიმდინარე წელს აფასებს. ახალციხელები, ქალაქში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, წლის ბოლოს განხორციელებულ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ნაგვის ურნების დადგმას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ძალიან მცირეა და მთავარი საკითხი სოციალური პრობლემების მოგვარებაა. ამ კუთხით კი, 2015 წელს არაფერი შეცვლილა. მოსახლეობისათვის განსაკუთრებით დიდი პრობლემა უმუშევრობაა.
კითხვაზე, რა პრობლემების მოწესრიგებას ითხოვენ ადგიოლობრივი ხელისუფლებისგან 2016 წელს – მოსახლეობის ნაწილი გვპასუხობს, რომ ქვეყანაში მშვიდობა საკმარისია. ნაწილი კი ამბობს, რომ მომავალი წელი არჩევნების წელია, ამიტომ ბევრად წარმატებული უნდა იყოს და ხელისუფლებამ მოსახლეობაზე მეტად უნდა იზრუნოს, ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ქვეყნაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ სოციალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ქალაქის გარდა, მიმდინარე წელს მოუგვარებელ პრობლემებსა და სამომავლო სურვილებზე, თემის მოსახლეობაც საუბრობს. მათი თქმით, სოფლებში მოუწესრიგებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები. არ არსებობს აბმულატორიები, ისინი უკმაყოფილოები არიან სოფლის ექიმის მომსახურებითაც. პრობლემაა საბავშო ბაღების არარსებობა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტშიც და ქალაქშიც, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ იყო და ისინი ისევ, სოფლებში მისასვლელი გზების, ხარისხიანი სამელი წყლისა და სარწყავი სისტემის არარსებობაზე საუბრობენ. მოგვარდება თუ არა მომავალ წელს მოსახლეობის აღნშნული პრობლემები და გაუმჯობესდება თუ არა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, ამას ზუსტად 1 წლის შემდეგ, 2016 წლის ბოლოს მოსახლეობა თავად შეაჯამებს.