ახალციხეში, ტანსაცმლის მაღაზიაში მომხდარი ქურდობა გახსნილია.
სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული ა.პ 17 დეკემბერს,
ღამით დააკავეს. 30 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ახალციხის მკვიდრია,
მისი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია ნაქურდალი
საფულე, ბარათები და თანხა 4 ათასი ლარის ოდენობით. ვინ არის
დაკავებული – დაზარალებულმა ჯერ არ იცის. ნანა გიგუაშვილი „მეცხრე
არხთან“ განმარტავს, რომ დეტალების შესახებ რაიონული სამმართველოდან
ჯერ არ უცნობებიათ და არც ბრალდებულს შეხვედრია. დაზარალებულს თანხა
კრედიტის გადასახდელად და მაღაზიაში ახალი ტანსაცმლის შემოსატანად
ჰქონდა გათვალისწინებული. კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა სცოდნოდა
ბრალდებულს იმის შესახებ, რომ მას დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა – ნანა
გიგუაშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია, რადგან ბანკიდან თანხა
ერთდროულად არ აუღია. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.