ადიგენის გამგეობამ, გენერატორის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, ტექნიკას 5 932 ლარის ფარგლებში შეიძენენ. ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ ერთი გენერატორი ბაღებში დაიდგმება, ხოლო მეორე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვისაა გათვლილი. გამგებელი გენერატორების საჭიროებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მედიკამენტებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა აუცილებელია და ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში, ამ გზით პრობლემის თავიდან აცილება მოხდება.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მათივე მტკიცებით, გაუგებარია თუ რა საჭიროა აღნიშნული თანხების გაღება ორი გენერატორისათვის. თუმცა მათივე თქმით, კარგი იქნება თუ ტექნიკა გამგეობას მოხმარდება, რადგან ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში საქმიანობის განხორციელება თითქმის შეუძლებელია.