ბორჯომის მუნიციპალიტეტი
საუკეთესო პრაქტიკის მქონე ცხრა მუნიციპალიტეტს შორის
დასახელდა.
„ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015″ბორჯომის იმ ორ პროექტს მიენიჭა , რომელიც მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფას გულისხმობს.
საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის
გამგებელს დიმიტრი ყიფიანს დიმპლომი გადაეცა.
აღნიშნული ინიციატივების
მიხედვით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების
შესახებ „ბორჯომი ინფო“-ს საშუალებით მოსახლეობისათვის მოკლე ტექსტური
შეტყობინების გაგზავნის სისტემა დაინერგა .
საფეხმავლო ტურიზმის განვითარების
მიზნით კი ქალაქის ქუჩებსა და მის გარეუბანში საფეხმავლო ბილიკების
მარკირება მოხდა.
ცხრა მონაწილე მუნიციპალიტეტიდან 10 საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია თბილისში, “ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.