“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამცხე–ჯავახეთის პარტიის მხარდამჭერებს შეხვდნენ. მიხეილ მაჭავარიანი, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილ მოქალაქეებს სამომავლო გეგმებსა და პარტიის წევრების მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის განვითარების გეგმაზე ესაუბრნენ. მათ ყველაზე მეტი დრო, ქვეყნის საარჩევნო ოლქებად დაყოფის ახალ მოდელზე, საპენსიო ფონდის გაზრდაზე, გადასახადების შემცირებაზე, ქვეყნის გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარს დაუთმეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ ნდობა იზრდება, რისთვისაც შეკრებილ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრა ვანო მერაბიშვილზე საუბრით დაიწყეს, რა დროსაც შეკრებილი მოსახლეობა ფეხზე წამოდგა.
ლიდერების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრა, NDI-ს ორგანიზებით, კახეთსა და ხობში უკვე გაიმართა და მისი მიზანი პარტიის ლიდერებსა და რეგიონებში მცხოვრებ მხარდამჭერებს შორის კონტაქტის არ გაწყვეტაა.