ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე შეცდომით დაზახული ქვეთთა გადასასვლელი წაშალეს. თეთრი საღებავი შპს “გზაჯვარედინმა” სპეციალური ხსნარით დაამუშავა და წაშალა.
შპს – ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგზაო მონიშვნები ქალაქში ახალციხის მერიასთან შეთანხმებით დახაზეს. თუმცა გადასასვლელი რომ შეცდომით დახაზეს მოგვიანებით მიხვდნენ.
მერაბ კოსტავას ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელი 21 ნოემბერს დახაზეს. მის მიხედვით, ტროტუარიდან ქვეითები მოპირდაპირე მხარეს გაზონზე უნდა გადასულიყვნენ.