კახა კალაძე და “ქართული
ოცნების” წევრები ბორჯომში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს
ირჩევენ. პარტიის გენერალურმა მდივანმა მედიასთან კომენტარი
შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ
ერთი – დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურაა წარდგენილი.
ბორჯომში შეხვედრას ესწრება მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც. გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა “ქართული ოცნება” თანამედროვე, ევროპული პარტია იყოს.
დღესვე, ბორჯომის შემდეგ, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს აირჩევენ ასპინძასა და ადიგენშიც.