ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოიწამლა. უბედური შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში, 9 დეკემბერს მოხდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის თქმით, ორივე დაზარალებულს პირველადი დახმარება რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ისინი თბილისში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ–ის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.