ახალციხის თემი ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტს დაამტკიცებს. დოკუმენტში შენიშვნები არ შესულა არც საკრებულოს, არც არასმთავრობო ორგანიზაციებისა და არც მოსახლეობის მხრიდან. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ყველა აუცილებელი პროცესი გატარდა. მათი განმარტებით, 24 ნოემბერს მოეწყო დოკუმენტის საჯარო განხილვა, რომელსაც მესამე სექტორი, მოსახლეობა და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. ბიუჯეტის პროექტი ყველა მხარემ მოიწონა.
კითხვაზე, რატომ არ ჰქონდა საკრებულოს შენიშვნები, მთავრ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით – საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ დოკუმენტზე წარმომადგელობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა ერთობლივად იმუშავეს. შესაბამისად, თანხის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებისას დეპუტატების განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.
ახალციხის თემის მთავრი ფინანსური დოკუმეტი, რომელიც მიმდინარე წელს 4 მილიონ 441 ათასი ლარით განისაზღვრა, 25 დეკემბრამდე, პირველადი ვერსიით საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.