ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლი, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.