ახალციხის მერიამ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. ქალაქის პირველმა პირმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება 2016 წელს განახორციელებს.
გარე ფასადებოის მოწესრიგებისთვის – 725 000 ლარი, დასუფთავებისთვის – 650 000, სახურავების რეაბილიტაციისათის – 450 000, ახალციხის ციხეს სუბსიიდიის სახით – 200 000 ლარი – ეს იმ თანხების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც დღეს ბიუჯეტის საჯარო განხილვბის დროს ისაუბრეს. ახალციხის მერმა ქალაქის მაცხოვრებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. მან აღნიშნა, რომ ფინანსური დკომუნეტი მომავალ წელს 9 მილიონ 635 000 ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის პროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ და ის პრობლემური საკითხები გაეჟღერებინათ, რომლის მოგვარებასაც 2016 წელს ისურვებდნენ.
პროექტის განხილვაზე შშმ პირთა უფლება დამცველებმა მერს სთხოვეს, რომ მომავლი წლის ბიუჯეტში პანდუსების მშენებლობა გაითვალისწინონ, ხოლო ის ობიექტები , რომლის რეაბილიტაციაც მომავალი წლიდან დაიწყება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გახადონ.
საჯარო განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შესწორდება და მისი განხილვა საკრებულოში დაიწყება. რა ცვლილებები შევა ფინანსურ დოკუმენტში ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ახალციხის მერის მტკიცებით, ის საკითხები რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა, გათვალისწინებული იქნება.