“ძალა ერთობაშია” –აქციის მეორე დღე ვალის საბაჟოსთან, არლის ტერიტორიაზე დღეს ასე დაიწყო. აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.
საპროტესტო გამოსვლები 2 დეკემბერს დიწყო. “სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის” ფარგლებში დასაქმებულებმა ხელმძღვანელობისგან სამუშაო საათებისა და შესაბამისად ანაზღაურების ოდენობის შემცირება გააპროტესტეს.
“სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს” კომპანია BP კურირებს. სამუშაოებს კი ქვეკონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. ამ დროისათვის არლის მიწებზე საცხოვრებლების მშენებლობა მიმდინარეობს.