ვალიდან რამდენიმე
კილომეტრში, სოფელ არლის ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო
აქცია გრძელდება. როგორც “მეცხრე არხს” აქციის წევრებმა
განუცხადეს, ამ წუთებში კომპანიის ხელმძღვანელობასთან 9 მათგანია
შესული და მოლაპარაკება მიმდინარეობს. აღნიშნულის შემდეგ
გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა ისინი საპროტესტო
გამოსვლებს.
ამ დრომდე გაფიცული მუშახელი აცხადებდა, რომ სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებდენ, საპროტესტო გამოსვლებს არ შეწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ BP–ის ქვეკონტრაქტრორმა კომპანია “ბეხტელ ენკა”–მ დაქირავებულ მუშახელს სამუშაო საათები შეუმცირა, რაც დასაქმებულების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. დღეს, 2 დეკემბერს, აღნიშნულის გამო, 150–მდე მუშამ პროტესტი აქციის ფორმით გამოხატა. საპროტესტო აქციის ლიდერებს, 30–მდე ადამიანს, კომპანიის ხელმძღვანელობამ თავდაპირველად კონტრაქტი გაუუქმა, თუმცა მოგვიანებით 7 მათგანი სამსახურში დააბრუნა.
სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტს კომპანია BP ხელმძღვანელობს. ამ დროისათვის საცხოვრებლების მშენებლობა მიმდინარეობს.