სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა დაბა ადიგენში, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.
საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, ასევე ,წარმოადგინეს 2015 წლის შემაჯამებელი სამუშაო ანგარიშები.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
დებულების თანახმად სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიმართა