სამშენებლო კომპანია „სამცხე XXI” დირექტორს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, გურამ ფარცახაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კომპანიის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ შპს “სამცხე XXI“ დირექტორს, გამოძიება 33 400 ლარის ოდენობით, თანხის უკანონოდ მითვისებას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის გადახურვის დროს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხე–მასალა უკანონოდ გამოიყენა, რომელიც გამგეობას უსასყიდლოდ ფინანსთა სამინისტრომ გადასცა. გარდა ამისა, სამუშაოებზე გაცილებით ნაკლები მასალა დაიხარჯა, ვიდრე პროექტში იყო მითითებული.