სქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალსა და ახალციხის სერვის ცენტრში საინფორმაციო დაფები განთავსდა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად გაეცნონ. აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, სასმელი წყლის ხარისხის შესახებ, კომპანიისგან საჯარო ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნულზე პასუხი ვერ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილება კომპანიას ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ავალდებულებს. ამიტომ მათ, მომხმარებელთა დახმარების ცენტრთან ერთად, ახალციხეში ოთხი უბნის სასმელი წყლის ხარისხი თავად გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად კი დარღვევები დაფიქსირდა.
წყალმომარაგების კომპანიიდან მიღებული არასრულყოფილი პასუხის შემდეგ, „დემოკრატ მესხთა კავშირმა“ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა, რომელმაც რეგიონულ ფილიალსა და ახალციხის სერვის ცენტრს, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გათვალისწინება და ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა ურჩია.
„დემოკრატ მესხთა კავშირი“ ადვოკატირების კამპანიას პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ახორციელებს.