ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში მესხეთიდან გადასახლებული კამილ მამუკაძის ნახატების გამოფენა მოეწყო.
მხატვრის სურვილი იყო ნახატები ყაზახეთიდან მშობლიურ კუთხეში ჩამოეტანა და ქართველი საზოგადოებისთვის საკუთარი შემოქმედება გაეცნო. კამილ მამუკაძის თქმით, მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზი აწყურის ციხის დახატვაა.
ახალციხის ციხეზე გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნახატები ციტადელის საკონფერენციო დარბაზში 27 ნოემბრამდე იქნება გამოფენილი. მისი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს ციხის მუშაობის საათებში შეეძლებათ.