ენერგოეფექტურობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლება პროგრამა „მომავალი თაობამ “ ღონისძიება სახელწოდებით – „ენერგოეფექტურობა და მე“ გამართა. მის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების მონაწილეობით, ახალციხეში სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგეს, რომელზეც ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი .
მორგი ღონისძიება მოსწავლეებმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამართეს, სადაც პროექტის მონაწილეების ნახატების გამოფენა და კონკურსი მოეწყო. გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორებიც, რომლებიც პარტნიორი ორგანიზაცია, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.