სოფელ არალში ტრაგიკულკად გარდაცვლილი 16 წლის ახალგაზრდის ოჯახს, ადიგენის გამგეობა 2 000 ლარით დაეხმარება. საკრებულოს თავმჯდომარე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა დაკრძალვის ხარჯებისათვის გადაერიცხებათ.
ამის შესახებ ცნობილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა, სადაც დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სხვადასხვა პროექტიდან მორჩენილი 40 000 ლარი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გადაირიცხა.
როგორც იმედა მღებრიშვილმა „მეცხრე არხთან“ განმარტა რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ბიუჯეტში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.