ადიგენი ზარზმობისთვის ემზადება. გამგეობაში
განმარტავენ, რომ დღესასწაული სოფელ ზარზმაში ღვთისმშობლის სახელობის
ეკლესიაში წირვით დაიწყება, რის შემდეგაც ამ დღის აღნიშვნა ტაძრის
მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება. მასში
მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები და
ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიებაში ჩაერთვება
ანსამბლ “ერისიონთან“ არსებულ ჯგუფიც. ასევე, გაიმართება ხალხური
რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან პირველი პირები, როგორც ცენტრალური უწყებებიდან, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციიდან და რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან.
გამგეობაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის დეტალები კიდევ ზუსტდება.
წელს დღესასწაულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე დაიხარჯება.
“ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს, ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში გრანდიოზულად აღინიშნება.