ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში რა, სად, როდის? გაიმართა. მასში მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასიის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიებაში ქალაქის ყველა სკოლა ჩაერთო. საუკეთესო დაწესებულება, რომელმაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დააგროვა, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ : ქალაქის მერი გიორგი კოპაძე, მოადგილე ზაზა თამარაშვილი, საკრებულოს დეპუტატი დავით ლომიძე და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე.
ინეტელქტუალურ თამაშში პირველ ადგილზე პირველი საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი თანაბარი ქულებით, მეხუთე და მეექვს სკოლებმა დაიკავეს.
გამარჯვებულებს ახალციხის მერიისაგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ღონისძიებას ორგანიზება ქალაქის ხელმძღვანელობამ გაუწია.