2 ნოემბერს,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა.
კომისიის წევრებმა განიხილეს მიმდინარე ეტაპზე შექმნლი მდგომარეობა, გაცვალეს ინფორმაცია, როგორც მუსლიმ, ასევე მართლმადიდებელ თემში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ, ნოემბრის თვეში დაიგეგმა სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა მოხეს მუსლიმი თემის უხუცესებთან და ლიდერებთან ახალციხეში.