ახალციხე-ბორჯომის გზატკეცილზე მდებარე თამარაშვილის ქუჩის №57–ში მდებარე ე.წ “ივერიის” საცხოვრებელი კორპუსის, ფასადის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა დაიწყო.
მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეზოში დაგეგმილია 700კვ.მ-ზე ასფალტო-ბეტონის 5სმ. ფენის დაგება. მოეწყობა ბორდიურები. ფასადის რეაბილიტაციისას აივნებზე გაკეთდება მეტლახის ფილები. შეიღებება მოაჯირები და კარ-ფანჯრები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „პერსპექტივა“ ასრულებს.