ასპინძის გამგეობა, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას ასრულებს. როგორც გამგებელი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, მთვარი პრიორიტეტები უკვე გამოკვეთილია და მომავალი კვირიდან ფინანსური დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება.
ლევან ცაბაძის თქმით, 2016 წელს მთავარი პრიორიტეტი სოფლებამდე მისასვლელი გზების მშენებლობა იქნება. დამთავრდება ორგორა-საყუდაბლის გზის მოასფალტება და დაიწყება ოთის გზის რეაბილიტაცია. გამგებლი ირწმუნება, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება,სწორედ გზების მოწესრიგება იყო და ამიტომ, გამგებლობის ვადის ამოწურვამდე, მუნიციპალიტეტში აღნიშნული პრობლემის მოაგვარებას აპირებს.
ლევან ცაბაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება ხანდოს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაც, რომელიც დაბას 10 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ცაბაძის თქმით, ასპინძის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 5 მილიონი ლარით განისაზღვრება.