,,ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მითები და რეალობა“ – თემაზე ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მრგვალი მაგიდა ახალციხესა და ახალქალაქში გაიმართა, სადაც შეხვედრის ორგანიზატორებმა, საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს ფაქტები და კვლევის შედეგები დაუპირისპირეს. მკვლევარებმა თემატური პრეზენტაციები გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს და ახალგაზრდებს, ინფორმაცია, კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტობაზე, სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ასევე ნატოში ინტეგრაციასა და საგარეო დახმარებებზე მიაწოდეს. შეხვედრაზე, დასავლეთის მიმართ, მოსახლეობის უარყოფითი განწყობის მიზეზად, დაინტერესებული ჯგუფების მიერ, არასწორი ინფორმაციის გავრცელება დასახელდა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდების კითხებს უპასუხეს.
სამცხე–ჯავახეთი პირველი რეგიონია, სადაც ევროინტეგრაციის გარშემო არსებულ მითებსა და რეალობაზე მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ორგანიზატორების თქმით, შეხვედრა სხვა ქალაქებშიც გაიმართება.