რა აკავშირებს ერთმანეთთან ტოლერანტობასა და რელიგიას და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რელიგიური კულტურის დასაცავად – ამ თემაზე, ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ შეხვედრა გაიმართა. თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, გასული წლებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები ბევრად აქტიურები არიან.
ეს იყო პირველი შეხვედრა ,,დემოკრატ მესხთა კავშირში, “ რომელიც პროექტ „პრულარიზმის, მრავალფეროვნებისა და რელიგიური ტოლერანტობის კურსი სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ახალგაზრდებისათვის“ ფარგლებში ხორციელდება. მას საქართველოში ამერიკის საელჩო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, მსგავსი სახის შეხვედრები ახალციხესა და ბათუმში, ყოველთვიურად გაიმართება.