ახალციხეში „საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალი პროექტი სომხეთში, ლორეს რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება. მისი ავტორი განმარტავს, რომ ორივე რეგიონის ოთხ სოფელში მზის კოლექტორები დამონტაჟდება და დათბუნება მოხდება, რომლის მეშვეობითაც ბენეფიციარებს შეუმცირდებათ ხარჯები და საწვავად საშეშე მერქანს აღარ გამოიყენებენ. ნუგზარ თათეშვილის თქმით, პროექტის მიზანს, ტყის მოხმარების ნაცვლად, მისი დაცვა წარმოადგენს.
ახალ პროექტს, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება – ევროკავშირი აფინანსებს.