,,უსაფრთხო მიგრაცია და დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა“ – ამ თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა ახალციხეში გაიმართა. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, სტუდენტები, ახალციხის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კოლეჯის წარმოადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლის და დასაქმების კანონიერ გზებზე ისაუბრეს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სემინარის მონაწილეებს ის პროგრამები გააცნო, რომელში ჩართვაც არალეგალ მიგრანტებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეეძლებათ.
შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
არალეგალი მიგრანტებისთვის, სარეინტეგრაციო დახმარების პროექტს, ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.