“გაუკუღმართებული ქათმების პარტია”,
“ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა
მოვიშოროთ” – ახალციხეში მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა,
რომლითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ
ანტიპიარ–კამპანია მიმდინარეობს.
აღნიშნული ცნობილია “ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის.
“ეს არის გაგრძელება იმ ღონისძიებებისა, რომელიც დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების კარების აჭედვით, და შემდეგ – წითელი საღებავების შესხმით. დღეს, ქალაქში პლაკატებს აკრავენ. ხვალ რა იქნება, არ ვიცით” – აცხადებს “მეცხრე არხთან” პარტიის წევრი მალხაზ გიქოშვილი.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს აქტივისტებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისში კარი აჭედეს. 22 ოქტომბერს, დილით მისულ თანამშრომლებს კი ოფისის კარი და შესასვლელი წითელი საღებავით შეღებილი დახვდათ.