ახალციხის ციხემ ინფოტურს უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის, ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ქვეყნის ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რაბათის ისტორიული კომპლექსისა და სამცხე–ჯავახეთში არსებული სხვა ღირსშესანიშნავი ძეგლების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
როგორ უნდა გახდეს რეგიონი პოპულარული და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს მესხეთში– აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ახალციხის ციხის ადმინისტრაციის გეგმა მოისმინეს და ურჩიეს, რომ უკეთესი იქნება, თუკი ისტორიულ ძეგლებს ეფექტური რეკლამა გაუკეთდება.
ინფოტურის ესწრებოდა ქალაქ ახალციხის მერიც. გიორგი კოპაძის თქმით,
მას შემდეგ, რაც ახალციხის ციხეში ადმინისტრაცია შეიცვალა და ახალი
მენეჯმენტი ამოქმედდა, ვიზიტორთა რაოდენობა ორჯერ გაზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 23 ოქტომბრის ჩათვლით, ციხეს
, 476 000 ვიზიტორი ჰყავდა, მათგან 37 300 უცხოელი.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგნლებმა განმარტეს,
ინფოტური ადმინისტრაციისა და ახალციხის მერიის ერთობლივი ხელშეწყობით
განხორციელდა. მის ფარგლებში 20–მდე ჟურნალისტი 2 დღის განმავლობაში
აწყურისა და ახალციხის ციხეებს, ასევე საფარის მონასტერსა და ვარძიის
ისტორიულ კომპლექსს მოინახულებს. გარდა ამისა, იგეგმება მესხური
სამზარეულოს დაგემოვნებაც.