ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში სამართალდამცველები
მას შემდეგ მივიდნენ, რაც 112 -ზე სააგენტოს ხელმძღვანელმა
დარეკა.
ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ, მათი თქმით, თუ ოჯახი შშმ პირის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს, ამ შემთხვევაში, მას თავშესაფარში გადაიყვანენ.
ოჯახის წევრები კი განცხადების დაწერას არ აპირებენ და ამბობენ, რომ სანამ სახელმწიფო დახმარებას არ დაუნიშნავს, შშმ პირს სახლში არ წაიყვანენ.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
პეტრე აფრიამაშვილმა სამართალდამცველები, მშობლების მიერ შშმ პირის ნატო ბახტურიძის ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში მიყვანისა და დატოვების შემდეგ გამოიძახა.