ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მკვიდრი, იამზე ბერიძე ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს. 70 წლის ქალბატონი ამბობს, რომ ერთ წელია სოცოალური დახმარება მოუხსნეს და იმის გამო, რომ პენსიითაც კრედიტი აქვს აღებული, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევს.
სოფელ მინაძეში იამზე ბერიძე ერთი წელია რაც მარტო ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სოციალური დახმარება მოუხსნეს და შემოსავლის გარეშე დარჩა. იმის გამო, რომ სახლიც ამორტიზებული აქვს, გადაწყვიტა პენსიით 18 თვიანი კრედიტი აეღო და საცხოვრებელი შეეკეთებინა. ასეც მოიქცა, თუმცა ძველი შენობის გამო მისი სრული რეაბილიტაცია ვერ მოახერხა.
იამზე ბერიძეს არც შინაური პირუტყვი და ფრინველი ჰყავს. იმის გამო რომ მარტოხელაა და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხეხილს მოვლასა და მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. სახლის საქმებში მას ზოგჯერ მეზობლები ეხმარებიან. 70 წლის ხანდაზმულს, რამდენიმე დღის წინ სახლში შესასვლელი კიბეც დაენგრა. იამზე ბერიძემ ბინაში შესვლა, რომ შესძლოს საფეხურების შეკეთებაში მეზობელი ეხმარება.
სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ იამზე ბერიძეს სახელმწიფოსაგან დახმარება მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეუწყდა. ახალი დეკლარაციის შევსებისას კი იმაზე მეტი ქულა მიიღო, ვიდრე სოციალურად დაუცვლის სტატუსის მიღებისთვისაა საჭირო. დავით გოგალაძის თქმით, ორ თვეში, სოცილური აგენტი, მის ეკონომიკურ მდგომარეობას ისევ შეისწავლის და ამის შემდეგ გაირკვევა, მიიღებს თუ არა იამზე ბერიძე დახმარებას.
სოფელ მინაძეში იამზე ბერიძე სამხედრო პოლიგონთან მისასვლელ გზაზე ცხოვრობს. მისი თქმით, ბაზაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება სახლს აზიანებს. ამიტომ იგი სოციალური დახმარების მიღების გარდა, ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლის შეკეთებას ან თავშესაფრით უზრუნველყოფას სთხოვს.