ნაციონალური მოძრაობის ოფისებისათვის კარების აჭედვასა და ციხის კადრების გავრცელებას ახალაციხეში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრებიც ეხმაურებიან.
ჯიმშერ გოგოლაური ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და მას ხელისუფლების დაკვეთად მიიჩნევს. მისივე განცხადებით, მოქმედი მთავრობა მოვლენებით, შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვას ცდილობს.
„წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ხრიკს მიმართავს და ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს, რათა მოსახლეობაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ ზიზღი დათესოს, საკუთარი უსუსურობა კი მიჩქმალოს, ამით მმართველმა პარტიამ ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო“-აცხადებს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი „მეცხრე არხთან“ საუბრისას.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ახალციხეში მართველი გუნდის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.