„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
ოპოზიციური პარტიის წევრებმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მაჟორიტარი დეპუტატები ტარიელ ლონდარიძე და ვაჟა ჩიტაშვილი 19 ოქტომბერს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარების აჭედვასაც გამოეხმაურნენ.
მათი თქმით, ის აქტივისტები, ვინც პარტიის ოფისებს თავს დაესხნენ, ხელისუფლების მიერ მართული ძალები არიან. ყურადღება გაამახვილეს ეგრეთწოდებულ „ციხის კადრების“ გავრცელებზეც. ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, აღნიშნული ხელისუფლების მიერ გამიზნულ ქმედებად შეაფასა.