ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას ახალციხეც შეუერთდა. 18 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის ლიდერები, ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს და ხელისუფლებას გონივრულად მოქცევისკენ მოუწოდეს. მაკა სუდაძის თქმით, რუსთავი ორის დახურვა, დემოკრატიული მომავლის უკანსვლაა.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ პროტესტს, ბევრად მასშტაბური სახით, ისევ გააგრძელებენ. რუსთავი ორის მხარდამჭერი აქცია, ახალციხის გარდა, ქვეყნის 11 თვითმართველ ქალაქში გაიმართა.