რკინიგზის სადგურმა ,,ვალემ“, წლების შემდეგ, პირველი სატვირთო გადაზიდვა განახორციელა. 22 ვაგონი ქვანახშირი ე.წ ,,მეორე შახტის“ ახლადგახსნილ ტერმინალში დაიცალა. იგეგმება მარცვლეული კულტურის ტრანზიტიც. ვალის სარკინიგზო ხაზი ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.
წლების შემდეგ, რკინიგზის სადგურ ,,ვალეს“ მიმართულებით, პირველი სატვირთო გადაზიდვა განხორცილედა. 22 ვაგონი ქვანახში ე.წ ,,მეორე შახტის“ დასახლებაში არსებულ ტერმინალზე დაიცალა და რამდენიმე დღეში დახარისხდება. დაახლოებით, 4 800 ტონა ტვირთი, უახლოეს მომავალში, კვლავ ვალის რკინიგზის გავლით თურქეთში გაიზიდება. აღნიშნულ პროექტს შპს ,,ულევი ტერმინალი“ ახორცილებს, კომპანიამ ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო.
პირველ ეტაპზე, ვალის ტერმინალზე, მხოლოდ ქვანახშირი გადაიზიდა, მომავალში კი ტერმინალის ხელმძღვანელობა მარცვლეული კულტურისა და სხვადასხვა სავაგონო თუ საკონტეინერო გზავნილის განხორციელებას გეგმავს. ტერმინალზე უკვე განთავსებულია ტვირთისთვის საჭირო სათავსოები. მასალის მიღება–დახარისხების პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ტვირთბრუნვის წარმოებისთვის ვალის რკინიგზაზე სპეციალური სამუშაოები განხორციელდა. გაიწმინდა რკინიგზის ხაზი, რომელზეც დატვირთული ვაგონები იმოძრავებენ. როგორც სადგურის უფროსი გიორგი მელიქიძე განმარტავს, სადგურთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ვალის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვა თითქმის არ ხდებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან შემოტანილი ქვანახშირის თურქეთში გადასაზიდად, ხელშეკრულება ქართულ და თურქულ მხარეს შორის მომავალ კვირას დაიდება. გარდა ამისა, ტერმინალზე დახარისხებული ტვირთის რეალიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაშიც იგეგმება.