ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლების პრეტენზიები NDI-ს კვლევაში აისახა. ,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტად სასმელი წყლის ხარისხით ახალციხეში არიან უკმაყოფილოები. ქალაქში წყლის სისუფთავეს, გამოკითხულთა 55% არ ენდობა. არასანდოობის მაჩვენებელი მაღალია თელავში – 51% და თბილისში – 30%.
ახალციხეში, წყლის სინჯებს, გამოსაკვლევად, სურსათის ეროვნული სააგენტო და ა/ო იღებს. ,,მომხმარებელთა დახმარების ცენტრი“ სასმელ წყალს მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე იკვლევს. ეთერ ხმალაძე ამბობს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგებში ხშირად დარღვევები იკვეთება. იგი კონკრეტულ შემთხვევებს იხსენებს.
ახალციხეში, აბონენტებისთვის წყლის მიწოდებასა და ხარისხზე პასუხისმგებელი საქართველოს წყალმომარაგაების კომპანიაა. წყლის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ კომპანია სასმელი წყლის შიდა კონტროლს და მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს. თვის განმავლობაში 200–მდე ანალიზი ტარდება. თამარ ნებიერიძეს NDI-ს შედეგები უკვირს და აღნიშნავს, რომ აბონენტების გამოკითხვას თავადაც ახორციელებენ, თუმცა მათთან ახალციხელები, წყლის ხარისხზე უკმაყოფილებას არ გამოქვამენ.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა“ ინსტიტუტმა გამოკითხვა 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს ფორმატით 4 ათასამდე პირი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 3%-ია.